|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წილების გადანაწილება თუ პირობების შეუსრულებლობა?

ქუთაისის მერიის მიერ სატრანსპორტო ხაზებზე გამოცხადებული კონკურსი 28 ნომერ სამარშრუტო ხაზზე ჩაიშალა, რის მიზეზადაც კომპანია "გადამზიდავის" მიერ არასათანადოდ წარმოდგენილი საბუთები და ავტომობილების გაუმართავობა დასახელდა. კონკურსს გამოთიშულმა კომპანიამ მერია წილების გადანაწილებაში დაადანაშაულა. "გადამზიდავის" ბრალდებას სიცრუეს უწოდებს ქალაქის თვითმმართველობა და ბრალდების საპირისპიროდ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიამ, ხარვეზების გამოსწორება ვერ შეძლო და 6 ახალი მიკრო ავტობუსის ნაცვლად, მხოლოდ 2 წარმოადგინა. ამასთან, არ ჰქონდა იმ მძღოლების ნებართვა, რომელთა საბუთებიც კომისიას წარუდგინეს.

 "განცხადება, რომ თითქოს წილების გადანაწილება გრძელდება არის ცილისწამება და ასევე ლოგიკას მოკლებული შეფასება, რადგან სატრანსპორტო ხაზზე (#38)გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, ანუ გამარჯვებული არ გამოვლინდა. მეტი გამჭრიახობაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ წილების გადანაწილება გამარჯვებულთან არის შესაძლებელი. ამასთანავე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუჯეტში საფასურის სახით შესატანი თანხები (თუ ადრე კონკურსამდე ნებართვის მფლობელები ყოველთვიურად იხდიდნენ 8 905,0 ლარს, მერიის მიერ დამტკიცებული ახალი წესისა და კონკურსის შემდეგ, ბიუჯეტში ყოველთვიურად შესატანი თანხა გახდა 32 390,0 ლარი) თითქმის გაოთხმაგდა და

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა