|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მორიგი სკანდალი „ტორპედოს" ირგვლივ

სა­ფეხბურ­თო კლუბ ქუ­თა­­სის „ტორ­პე­დოს" ყოფილ მფლობელს გრი­გოლ ხურ­ცი­ძეს კლუბის მი­მართ ინ­ტე­რე­სები კვლავ გა­უჩ­ნდა.  გია ხურ­ცი­ძე იგი­ვე „მა­ნა­თა" აცხადებს, რომ გუნ­დი პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების მხრი­დან ზე­წო­ლის შე­დე­გად „და­ათ­მობინეს". ახლა კი კომ­პა­ნია „ვი­სოლ ჯგუ­ფის" სა­კუთ­რებაში არ­სებული კლუბის დაბრუ­ნებას სა­მარ­თლებრი­ვი ფორ­მით შე­ეც­დება.

ბოლო ათ­წლე­­ლის მან­ძილ­ზე „ტორ­პე­დო" სახელი­სუფ­ლო წრეების და კერ­ძო პი­რების ინ­ტე­რე­სებში ხვდებოდა. სწო­რედ, მა­თი ჩა­რე­ვის შე­დე­გად, გუნ­დის წი­ლობრი­ვი გა­და­თა­მა­შება ერ­თი ხელი­დან მე­­რე­ში გა­და­დი­­და.

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე „სიგ­მა ბან­კის" პრე­ზი­დენ­ტი ბესა­რი­ონ ჯიქი­ა, ბათუ­მე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ასე­ვე რუ­სუ­ლი ფირ­მა „აგ­რო მარ ოი­ლის" პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რაბ ხინი­კა­ძე, თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი იბრა­გიმ არ­თვინ­ლი, გრი­გოლ ხურ­ცი­ძე  და კა­ზი­ნო­თა  ქსე­ლი „სა­მი ტუ­ზის" წარ­მო­მად­გენ­ლები - ეს იმ პირ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა, რომ­ლებიც „ტორ­პე­დოს" სხვა­დასხვა დროს გა­ნა­გებდნენ. ამათ­გან, ბესა­რი­ონ ჯიქი­ამ და გია ხურ­ცი­ძემ თა­ვი­ან­თი მოღ­ვა­წეობა „ტორ­პე­დო­ში" თა­ვი­სუფ­ლების აღ­კვე­თით და­ას­რუ­ლეს.

გრი­გოლ ხურ­ცი­ძე ქუ­თა­­სის „ტორ­პე­დო­ში" 2005 წლის სა­ფეხბურ­თო სე­ზო­ნის ბოლოს მი­ვი­და, რო­მელ­საც 2007 წლის და­საწყისამ­დე ფლობდა. ხურ­ცი­ძის მოღ­ვა­წეობა  ქუ­თა­­სურ ფეხბურ­თში  სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მი­ერ მი­სი და­კა­ვების გა­მო დას­რულ­და.

გრი­გოლ ხურ­ცი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2007 წლის იან­ვარ­ში და­­კა­ვა, რო­მელ­მაც თა­ვი­სუფ­ლება 6 თვე­ში,  100 000 ლა­რის გი­რა­ოს გა­დახდის სა­ნაც­ვლოდ მი­­ღო.

თა­ვის დრო­ზე ხურ­ცი­ძე, იმე­რე­თის ყოფილ გუბერ­ნა­ტორ გია გე­წა­ძე­სა და პარ­ლა­მენ­ტარ გო­ჩა თევ­დო­რა­ძეს­თან (ამჟამინ­დე­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი) დაახლოებულ პი­რად მო­­აზ­რებოდა. გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ უკა­ნას­კნელ­თან „მა­ნა­თას" ერ­თობლი­ვი სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი აკავ­ში­რებდა, თუმ­ცა ამას ორი­ვე მხარე უარყოფს.

გია ხურ­ცი­ძე ასე­ვე უარყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახმა­დაც, მან ქუ­თა­­სის „ტორ­პე­დო" კა­ზი­ნო „სამ ტუზ­ში" თა­მა­შის დროს წა­­გო. „რას ამობობთ? ეს არის არა­ნორ­მა­ლუ­რი ხალხის მო­ნა­ჭო­რი, იმ პე­რი­ოდ­ში ვინც მტრობდა, იმის გავ­რცე­ლებული ჭო­რი­ა," - აცხადებს ხურ­ცი­ძე.

გრი­გოლ ქურ­ცი­ძის თქმით, გუნ­დი,  პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მას­ზე განხორ­ცი­­ლებული ზე­წო­ლის შე­დე­გად და­ათ­მობინეს და „ტორ­პე­დო­ში" მი­სი წი­ლი „სამ ტუზ­ზე" გა­და­­ფორ­მებინეს. იმ დრო­­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი იყო, ხოლო მი­სი მო­ად­გი­ლე  გი­ორ­გი ლა­ცაბიძე.

გია ხურ­ცი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის და­კითხვას უშუ­­ლოდ პრო­კუ­რო­რი გია ჯარყარაშ­ვი­ლი აწარ­მოებდა. „და­კა­ვების დროს ჩემ­ზე  მოხდა ზე­წო­ლა და მომთხოვეს, რომ გა­და­მე­ფორ­მებინა გუნ­დი," - აცხადებს გია ხურ­ცი­ძე.

2007 წლის იან­ვარ­ში ამ გზით „ტორ­პე­დოს" 100%-ია­ნი წი­ლის მფლობელი „სა­მი ტუ­ზი" გახდა. „სა­მი ტუ­ზი" სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­­რი უსაფრთხოების დე­პარ­ტა­მენ­ტის (კუდ) თავმჯდო­მა­რის ერეკ­ლე კო­დუ­ას ოჯახის და ზა­ურ კვიკ­ვი­ნი­ას ერ­თობლივ ბიზ­ნესს წარ­მო­ად­გენს. ოფი­ცი­­ლუ­რად, ეს პი­როვ­ნებები არ­სად ფი­გუ­რი­რებდნენ, თუმ­ცა, არა­­ფი­ცი­­ლუ­რად „ტორ­პე­დოს" გუნდს სწო­რედ ისი­ნი მარ­თავ­დნენ.

„სამ­მა ტუზ­მა" გუნ­დში 300 000 დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დების შემ­დეგ, ქუ­თა­­სის მე­რი­ის­გან „ტორ­პე­დოს" სტა­დი­­ნის და ბაზის იჯარით გა­და­ცე­მა მო­ითხოვა, რა­ზეც ად­გი­ლობრი­ვი მთავ­რობის­გან უარყოფი­თი პა­სუხი მი­­ღო. ქუ­თა­­სის სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სახურის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე აცხადებდა, რომ ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლობის მხრი­დან იჯარა­ზე უა­რის მი­ზე­ზი „სა­მი ტუ­ზის" მი­ერ იჯარა­ში მცი­რე თანხის გა­დახდის სურ­ვი­ლი იყო. შე­დე­გად, „სამ­მა ტუზ­მა" გუნ­დის შე­ნახვა­ზე უა­რი გა­ნაცხადა.

გია ხურ­ცი­ძის და­კა­ვების და „სა­მი ტუ­ზის" მხრი­დან  უა­რის  მი­ღების შემ­დეგ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ქუ­თა­­სის „ტორ­პე­დოს" ყიდ­ვა ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურ­და. თუმ­ცა, „ტორ­პე­დოს" ახალი მფლობელის ძიების პრო­ცეს­ში მყოფი ქუ­თა­­სის მე­რი­ის გა­დაწყვე­ტი­ლებით გუნ­დის ბაზა­ზე სრუ­ლი­ად ახალი სა­ფეხბურ­თო კლუბი „ტორ­პე­დო 2008" ჩა­მოყალიბდა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებში იმჟამინ­დე­ლი ქა­ლა­ქის მე­რი ნუგ­ზარ შა­მუ­გია იყო ჩარ­თუ­ლი. მოგ­ვი­­ნებით გა­ირ­კვა, რომ ახლად­ჩა­მოყალიბებულ გუნდს სა­თა­ვე­ში შა­მუ­გი­ას

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა