|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალი მერისთვის სახლს ამზადებენ

ბოლო დროს ქუთაისში გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის  მერის თანამდებობაზე სასჯელაღსრულების  მინისტრის  მოადგილის, გიგა გიორგაძის  დანიშვნის თაობაზე.

newpress.ge-ის წყაროს ინფორმაციით, გიორგაძეებმა ქუთაისში გადმოსასვლელად მზადება უკვე დაიწყეს. სულ ახლახანს მათ სახლს რემონტიც კი  ჩაუტარეს.

newpress–ის ინფორმაციით, გიორგაძეების სახლი  ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების მისაღებად დედაქალაში გადავიდა, ოჯახი ქუთაისში არ ცხოვრობს და სახლი  დიდი ხანია დაკეტილია.

გიგა გიორგაძე 1979 წელს ქუთაისში დაიბადა. მას ქუთაისშივე აქვს დამთავრებული  წმინდა ნინოს სახელობის  გიმნაზია.

თავად გიგა გიორგაძემ ქალაქის მერად მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს


ავტორი: დეა მანაგაძე