|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში დაჯარიმებული სურსათის საწარმოები და უარყოფილი შენიშვნები

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ, იმერეთში შემოწმებულ სურსათის 32 საწარმოს შორის ქუთაისში არსებული საწარმო ობიექტებიც მოხვდნენ. მათ შორის ერთ–ერთი პურის საწარმო შპს „გიკო“–ა.

„გი­კოს" ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­ნო მდივ­ნიშ­ვი­ლი აცხადებს, რომ სა­წარ­მო­ში ინ­სპექ­ტი­რება სხვა­დასხვა ორ­გა­ნი­ზა­ციების მხრი­დან სის­ტე­მა­ტი­უ­რად ხდება. შპს „გი­კო" ბოლოს გა­სულ კვი­რას შე­ა­მოწ­მეს და შე­დე­გად, გარ­კვე­უ­ლი სახის მი­თი­თებები მი­ი­ღეს.

„იმ­დე­ნი შე­მო­დის, რომ ჩვენც  ვე­ღარ გა­ვი­გეთ რა უნ­დათ და რას ამოწ­მებენ ამ­დენს. რა­ღა­ცას წე­რენ და გა­დი­ან. ვე­ღარ გა­ვი­გეთ რას გვერ­ჩი­ან. თუ­კი ასე გაგ­რძელ­დება, იძუ­ლებული ვიქ­ნებით სა­წარ­მოები და­ვ­კე­ტოთ," - ამბობს ვა­ნო მდივ­ნიშ­ვი­ლი.

მდივ­ნიშ­ვი­ლი აცხადებს, რომ სა­წარ­მო­ში პუ­რის და პურ-პრო­დუქ­ტების დამ­ზა­დება, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წე­სების დაც­ვით  ხდება.

„რო­გორ შე­იძ­ლება ჩვენს მი­ერ იყოს მომ­ზა­დებული უვარ­გი­სი საკ­ვები. გა­ნა ჩვენც მომხმა­რებლები არ ვართ და იგი­ვე პრო­დუქტს არ მი­ვირ­თმევთ?!", - აღ­ნიშ­ნავს  ვა­ნო მდივ­ნიშ­ვი­ლი.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გარ­და, სა­წარ­მოებსა და ბაზ­რებზე საკ­ვები პრო­დუქ­ტების ვარ­გი­სი­ა­ნობაზე კონ­ტროლს არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ქარ­თვე­ლოს მომხმა­რებელ­თა ფე­დე­რა­ცი­ა" ახორ­ცი­ე­ლებს. არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა ქუ­თა­ი­სის ბაზ­რების მო­ნი­ტო­რინგს ყოველ­კვარ­ტა­ლუ­რად ახორ­ცი­ე­ლებს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შპს „ფა­რის" დაქ­ვემ­დებარებაში მყოფი ე.წ „მწვა­ნე ბაზარ­ში" უვარ­გი­სი ხორ­ცის ფარ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. ჯან­მრთე­ლობისათ­ვის მავ­ნებელი ნივ­თი­ე­რებები იქ­ნა და­ფიქ­სი­რებული ამა­ვე ბაზარ­ში შე­ძე­ნილ პუ­რის შემ­ცვე­ლობაშიც.

„შე­ვი­ძი­ნეთ პუ­რი და ფარ­ში ბაზარ­ში. ორი­ვე პრო­დუქ­ტი დაბინ­ძუ­რებული აღ­მოჩ­ნდა," - ამბობს „სა­ქარ­თვე­ლოს მომხმა­რებელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­დო­ნა კო­ი­ძე.

„მწ­ვა­ნე ბაზა­რში" მო­მუ­შა­ვე რე­ა­ლი­ზა­ტო­რები თა­ვის მხრივ, ირ­წმუ­ნებიან, რომ ვა­და­გა­სულ და უვარ­გის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს არ ყიდი­ან. მა­თი თქმით, დის­ტრიბუტო­რებთან შე­თანხმებით,  ვა­და­გა­სულ სურ­სათს უკან აბრუ­ნებენ.

„დის­ტრიბუტორებთან ხელ­შეკ­რუ­ლებაში გათ­ვა­ლის­წი­ნებული­ა, პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც არ გაიყიდება და ვა­და­გა­სუ­ლი­ა, უკან დაიბრუ­ნონ და უბრუ­ნებენ კი­დეც," - ამბობს „მწვა­ნე ბაზარ­ში" მდებარე მარ­კე­ტის მფლობელი მა­ნა­ნა ლო­საბერი­ძე. 

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაზ­რის ხორ­ცის რე­ა­ლი­ზა­ტო­რების მტკი­ცებით, ვა­და­გა­სულ საკ­ვებს ბაზ­რის ვე­ტე­რი­ნა­რი­ის სამ­სახური ად­გილ­ზე­ვე ანად­გუ­რებს. თუმ­ცა, თა­ვად  ვე­ტე­რი­ნა­რი­ის სამ­სახურის უფ­რო­სი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ პრო­დუქ­ტის გა­ნად­გუ­რების ნაც­ვლად, მხოლოდ სიტყვი­ე­რი შე­ნიშ­ვნით შე­მო­ი­ფარ­გლება.

„საკ­ვები პრო­დუქ­ტების არა­ვი­თა­რი გან­ადგუ­რება არ ხდება ჩვენს მი­ერ.  თით­ქმის ყოველ­დღი­უ­რად ვახორ­ცი­ე­ლებთ რე­ი­დებს და მხოლოდ შე­ნიშ­ვნებს ვაძ­ლევთ რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს," - ამბობს  ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი  სამ­სახურის უფ­რო­სი რე­ვაზ ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი.

ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი ასე­ვე უარყოფს „მწვა­ნე ბაზარ­ში" შე­ძე­ნი­ლი საკ­ვები პრო­დუქ­ტების არა­ვარ­გი­სი­ა­ნობასაც, რაც „სა­ქარ­თვე­ლოს მომხმა­რებელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის" მი­ერ იქ­ნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

„ა­სე­თი ფაქ­ტი არ მახსენ­დება. შე­მოწ­მებაზე იყვნენ მო­სუ­ლები და მხოლოდ გაფრთხილება მოგ­ვცეს," - ირ­წმუ­ნება ჯვარ­შე­იშ­ვი­ლი.

„მწვა­ნე ბაზარ­ში" დარ­ღვე­ვები „ახალი გა­ზე­თის" მი­ერ განხორ­ცი­ე­ლებული მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გა­დაც გა­მოვ­ლინ­და. რამ­დე­ნი­მე ობიექ­ტზე აღ­მოჩ­ნდა პრო­დუქ­ტები, რო­მელ­თაც ეტი­კეტ­ზე შე­ნახვის ვა­და პი­რობები არ ჰქონ­დათ და­ტა­ნებული. შე­ნახვის ვა­და არ იყო მი­თი­თებული პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ბოთ­ლში ჩა­მოსხმულ ფე­რად ლი­მო­ნა­თებში. ანა­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვა აღ­მო­აჩ­ნდა კვერცხსაც.  

შეგახსენებთ, რომ სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, მიმდინარე წელს, იმერეთში კვების პრო­დუქ­ტების მწარ­მოებელი 10 კომ­პა­ნი­ა დააჯარიმა. თოთოეულს 400 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.  ბაზ­რებში ძი­რი­თა­დი დარ­ღვე­ვა, ვა­და­გა­სუ­ლი საკ­ვები პრო­დუქ­ტების რე­ა­ლი­ზა­ციის კუთხით დაფიქსირდა. 

 

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა