|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ და როგორ დაიბლოკა ქუთაისის მერის პოსტზე?

ქუთაისის მერის პოსტზე "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ–ერთი კანდიდატი თბილისში, სათაო ოფისში დაიბლოკა.

Newpress-ის წყაროს ცნობით, საუბარია ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორზე, კახა გაბელაშვილზე.

წყაროსვე მტკიცებით, კოალიციის შემადგენლობაში მყოფი "რესპუბლიკური" პარტიის წევრები ლობირებას დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურას უწევენ. კოპალიანი ამავე დროს "ნაციონალების" სიმპათიითაც სარგებლობს.

Newpress-ის წყაროს აცხადებს, რომ კოპალიანი ქუთაისის ყოფილი მერის, ამჟამად პარლამენტარის გია თევდორაძის ახლო მეგობარია. იგი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობს, ჰყავს უცხოელი მეუღლე.

Newpress-ის წყაროს მტკიცებით, ქუთაისის მერი საბოლოოდ ის გახდება, ვიზეც "რესპუბლიკელები" და "ნაციონალები" არჩევანს გააკეთებენ.


აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

    

ავტორი: დეა მანაგაძე