|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მომავალმა მერმა ხელფასი 17 000 ლარი მოითხოვა

newpress.ge-ის წყაროს ინფორმაციით, ქუთაისის მომავალი მერი, დიმიტრი კოპალიანი ხელფასის სახით,  6–ჯერ მეტ თანხას მიიღებს.

თუკი აქამდე ქუთაისის მერის სამსახურებრივი სარგო თვეში 2750 ლარს შეადგენდა, დიმიტრი კოპალიანი, მერის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ყოველთვიურად 17 000 ლარს მიიღებს ხელფასის სახით.

newpress.ge-ის წყაროს მტკიცებით, კოპალიანი ამერიკიდან ქუთაისში დაბრუნებას და ქალაქის მერის პოსტის დაკავებას მაღალი ხელფასის მიღების გარანტიის შემთხვევაში დათანხმდა. 

წყაროსვე ცნობით, ქუთაისის მომავალი მერი დიმიტრი კოპალიანი საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერის მანანა კობახიძის მიერაა შერჩეული.

დიმიტრი კოპალიანმა უელსის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მიჩიგანის ლოურენსის ტექნოლოგიური  უნივერსიტეტი დაამთავრა, ინფორმაციული სისტემების სპეციალობის  განხრით. მან ამავე უნივერისიტეტში  დაიცვა სადოქტორო ხარისხი. სხვადასხვა დროს კოპალიანი მუშაობდა კომპანია  QEK Global Solutions-ში პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერად, Hamilton Group Services-ში წამყვან დეველოპერად და ..

დიმიტრი კოპალიანი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ჰყავს სამი შვილი და ამერიკელი მეუღლე.

დიმიტრი კოპალიანი მერად საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ 69 კანდიდატს შორის შეარჩია. 

ქუთაისის საკრებულო კოპალიანს ქალაქის მერის პოსტზე მომავალ კვირაში წარადგენს.


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი (რომელიც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც არის) აცხადებს რომ მერის ხელფასზე საუბარი არ ყოფილა.  


აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

ავტორი: დეა მანაგაძე