|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზამთროს სიმწიფის განსაზღვრა უკვე მობილურითაცაა შესაძლებელი

იმისათვის, რომ საზამთროს ყიდვა ლატარიის თამაშს არ დავამსგავსოთ, იღბალს არ მივენდოთ და არჩევანში არ შევცდეთ, საჭიროა რამოდენიმე მარტივი ხრიკის შესწავლა, რომელიც დაგეხმარებათ გემრიელი, ნატურალური და საღი საზამთროს შერჩევაში.

 
• მოერიდეთ ზედმეტად მცირე და ზედმეტად დიდი, გიგანტური ზომის საზამთროს შეძენას. საუკეთსო ვარიანტი საშუალო ზომის, 6-დან 10 კილოგრამამდე წონის ნაყოფია.

• დააკვირდით ყუნწს. მშრალი ყუნწი სიმწიფის მანიშნებელია.

• ლაქა, რომელიც საზამთროს იმ გვერდზე აქვს, რომლითაც ზრდის პერიოდში ნიადაგზე იდო, უნდა იყოს მკვეთრი ყვითელი ფერის. ამასთანავე აღნიშნული ლაქა არ უნდა იყოს ზედმეტად დიდი ზომის.

• ქერქის დამახასიათებელი ზოლები - მაქსიმალურად კონტრასტული.

• ქერქი აუცილებელია იყოს მყარი, რადგან მასზე ფრჩხილის დაჭერისას არ უნდა რჩებოდეს ნაკვალევი. თუ ფრჩხილის დაჭერით თავისუფლად გაიხვრიტა ქერქის ზედაპირი, ან ფრჩხილის გადასმისას მარტივად აძვრა ქერქს ზედა ფენა ეს იმას ნიშნავს, ნაყოფი არ არის ბოლომდე დამწიფებული.

• მწიფე საზამთრო ხელის დარტყმისას ზამბარისებურ რეაქციას იძლევა.

მათ, ვისაც საზამთროს ხარისხის ამოცნობის აღნიშნული მეთოდების არ გჯერათ ან არ გსურთ მათი დამახსოვრება, თქვენთვის iphone - მა იზრუნა.
კერძოდ კი, App Store-მა iphone-ს ახალი აპლიკაცია დაუმატა – Melon Meter, რომელიც საზამთროს სიმწიფის დონეს ადგენს.

აპლიკაცია შემდეგნაირად მუშაობს: მომხმარებელმა შერჩეულ საზამთროს უნდა მიუახლოვოს "სმარტფონის" მიკროფონი და მის ქერქზე დააკაკუნოს.
მიღებულ ხმას კი ტელეფონი გააანალიზებს და შეგატყობინებთ თუ რამდენად მწიფეა თქვენს მიერ შერჩეული საზამთრო.

სამწუხაროდ, Melon Meter-ს არ შეუძლია სიტკბოს განსაზღვრა. პროგრამა სულ რაღაც 1.99 დოლარი ღირს და მისი ჩატვირთვა iPhone, iPad და iPod Touch-შია შესაძლებელი.

წყარო: marao.ge

ავტორი: ნიუპრეს