|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ "ვიშოპინგოთ" Online - მარტივად და უსაფრთხოდ

თუკი მაინცდამაინც ბაზრობაზე სიარული არ გაქვთ ჰობად ქცეული, გაიზიარეთ ის დადებითი მხარეები, რომლებიც ინტერნეტ-შოპინგს გააჩნია: არსად გეჩქარება, ვინაიდან ონლაინ მაღაზიები არასოდეს იკეტება, არავინ გაწუხებს, ვინაიდან მარტოხარ შენ და შენთვის სასურველი მილიონობით ნივთი, ზოგიც ისეთი, რომელსაც აქ თვეების მანძილზე ეძებ და ვერსად პოულობ! გაოცებს ფასებიც. 

ვებგვერდი, shopper.ge  \"ონლანშოპინგის\" სამყაროში ერთგვარი გზამკვლევი, მარტივი და ძალიან გასაგები საიტი, რომელსაც რამდენიმე მაგალითზე, ნელ-ნელა სასურველი ნივთის შეძენამდე მიყავხარ. \"ონლაინშოპინგის\" ძირითადი პრინციპი ყველგან ერთი და იგივეა. აქ მხოლოდ დეტალებია განსხვავებული, რასაც shopper.ge \"Victoria\'s Secret\"-ის ინტერნეტმაღაზიის მაგალითზე გვასწავლის. პირველი ნაბიჯი რეგისტრაციის გავლაა. 
გარდა ამისა, shopper.ge გვიხსნის, რა არის PayPall, გვირჩევს პოპულარულ ონლაინმაღაზიებს და ამავდროულად გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება შოპინგი amazon.com-ის საშუალებით.

საინტერესოა, რომ \"ამაზონზე\" დარეგისტრირებული მომხმარებელი ამავდროულად ავტომატურად რეგისტრირებულია ვებმაღაზიაზე: www.endless.com და შეუძლია გამოიყენოს ერთი username (მომხმარებლის სახელი) და password (პაროლი) შესყიდვებისათვის. (2 მაღაზია = 1 მომხმარებლის სახელი და პაროლი) იგივე პრინციპი აქვს მაღაზიას oldnavy. შეგიძლიათ ერთი რეგისტრაციით ისარგებლოთ მაღაზიებში  piperlime.com, bananarepublic.com, gap.com და athleta.com (5 მაღაზია = 1 მომხმარებლის სახელი და პაროლი)

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/online-shoping.html#ixzz2b5tmPMsr

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა