|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქეთი მელუა საქართველოში - მომღერლის ქველმოქმედება ვარძიის გადასარჩენად

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ქეთი მელუა საქართველოშია. მომღერალმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და საერთაშორისო ექსპედიციის მიმდინარეობას გაეცნო. ქეთი მელუა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის უძველესი ფრესკების გადასარჩენად საკუთარ ინვესტიციას ახორციელებს და ბრიტანეთში უძველესი ძეგლების პოპულარიზაციას ეწევა. საქველმოქმედო კონცერტებიდან შემოსული თანხით, მელუა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვარძიის ფრესკების გადარჩენის პროექტს მხარს უჭერს. ვარძიის მხატვრობის საკონსერვაციო კვლევითი სამუშაოები სააგენტოს დაფინანსებით ლონდონის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის სპეციალისტებთან ერთად ხორციელდება.



წყარო/Source: http://www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა