|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას წერდა პირველი რესპუბლიკის პრესა

სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ალ­-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის ორ­გა­ნოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­-პო­ლი­ტი­კურ გა­ზეთ "ერ­თო­ბის" 1920 წლის 29 სექ­ტემ­ბრის ნომ­რის პირ­ვე­ლი გვერ­დი ნეკ­რო­ლო­გებ­სა და მთა­ვა­რ თე­მას - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ ფი­ნან­სურ კრი­ზის­თან გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლ ბრძო­ლა­ზე სა­უ­ბარს ეთ­მო­ბა.
გა­ზეთ­ში ცალ­კე გვერ­დი უკა­ვია დე­პე­შებს საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან. მხო­ლოდ ერ­თი დე­პე­შა გვხვდე­ბა ბა­თუ­მი­დან და ისიც უცხ­ო­ე­ლი სტუმ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს ეხ­მი­ა­ნე­ბა: "დღეს, დი­ლის 9 სა­ათ­ზე ბა­თომ­ში ჩა­მო­ვი­და კ. კა­უც­კი თა­ვი­სი მე­უღ­ლით. კარ­გათ არი­ან!" 

"ა­ხა­ლი ამ­ბე­ბის" რუბ­რი­კა მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფით პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა. გა­გაც­ნობთ ერთ მათ­განს: "სა­სურ­სა­თო გან­ყო­ფი­ლე­ბა აცხ­ა­დებს, რომ მან მი­ი­ღო მთე­ლი რი­გი ზო­მე­ბი­სა პუ­რის ღირ­სე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. მას იმე­დი აქვს, რომ პუ­რის ღირ­სე­ბა მოკ­ლე ხან­ში საგ­რძნო­ბ­ლათ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბ"... 
სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის ორ­გა­ნოს გა­მო­ცე­მის, გა­ზეთ "სა­ქარ­თვე­ლოს" 1921 წლის 17 თე­ბერ­ვლის პირ­ველ გვერდს სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი ავ­სებს, მე­ო­რე გვერ­დი­დან კი მთა­ვარ თე­მას - რუ­სეთ­-სომ­ხებ­თან ომს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. სტა­ტია ქვე­სა­თა­უ­რე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი: "ნ. ჟორ­და­ნი­ას მო­წო­დე­ბ" სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებს, ერო­ბებს, თე­მებს, გვარ­დი­ის სა­ოლ­ქო შტა­ბებს, სა­გან­გე­ბო რწმუ­ნე­ბულს, აფ­ხა­ზე­თის კო­მი­სა­რი­ატ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ეხე­ბა: "მოხ­და უსა­ზიზღ­რე­სი მუ­ხა­ნა­თუ­რი თავ­დას­ხმა, გა­ბო­რო­ტე­ბულ სომ­ხეთს მი­ემ­ხრო აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და იქ მდგომ­მა ბოლ­შე­ვი­კურ­მა ჯა­რებ­მა შე­მოგ­ვი­ტი­ა... დად­გა ჟა­მი ჩვე­ნი ყოფ­ნა არ ყოფ­ნი­სა... აი­ღეთ ხმა­ლი ხელ­ში, აა­მუ­შა­ვეთ ქა­ლი და კა­ცი, შექ­მე­ნით ახალ­-ა­ხა­ლი რაზ­მე­ბი, და­ი­ცა­ვით შიგ­ნით სას­ტი­კი წე­სი­ე­რე­ბა. ალაგ­მეთ მო­ღა­ლა­ტე­ნი და ორ­გულ­ნი. იცო­დეთ, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბი გაგ­ვძარ­ცვა­ვენ და გაგ­ვჟლე­ტენ"...

გა­ზეთ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­წო­დე­ბა­ა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს სიფ­ხიზ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს: "თა­ვ­ხ­ე­დი მტე­რი (ი­გუ­ლის­ხმე­ბა ბოლ­შე­ვი­კუ­რი არ­მია - ი. ხ.) კარ­ზე მოგ­ვად­გა! მტე­რი და­უნ­დო­ბე­ლი და ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უა­რის­მყო­ფი, უსინ­დი­სო და ლა­ჩა­რი; მტე­რი, რო­მე­ლიც მალ­ვით და ქურ­დუ­ლად თავს დაგ­ვეს­ხმის და ომის წე­სე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვით სრუ­ლი­ად ააშ­კა­რა­ვებს თა­ვის მყრალ ბუ­ნე­ბას"...

სტა­ტია სა­თა­უ­რით "დამ­ფუძ­ნე­ბელ კრე­ბა­ში" სა­ქარ­თვე­ლო­ზე საბ­ჭო­თა სომ­ხე­თის თავ­დას­ხმას ეძღ­ვნე­ბა. კრე­ბას, რო­გორც ჩანს, უცხ­ო­ე­თის სა­ხელ­მწი­ფო­თა, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­სი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან. მო­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის, ნოე ჟორ­და­ნი­ას სიტყ­ვა: "მო­ქა­ლა­ქე­ნო! გან­მე­ორ­და 1918 წლის ამ­ბა­ვი. სომ­ხე­თი კვლავ ვე­რა­გუ­ლად თავს დაგ­ვეს­ხა, მან კვლავ ააფ­რი­ა­ლა სის­ხლის და ომის დრო­შა და ჩუ­მათ, მუ­ხა­ნა­თუ­რათ შე­მო­იჭ­რა ჩვენს საზღ­ვრებ­ში... რის და ვი­სი იმე­დით იწყ­ე­ბენ ომს ეს გაქ­ცე­ვას დაჩ­ვე­უ­ლი ხალ­ხი?"

ამა­ვე სტა­ტი­ა­ში და­ბეჭ­დი­ლი სპი­რი­დონ კე­დი­ას სიტყ­ვა: "დი­დი საბ­ჭო­თა რუ­სე­თი, დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თი იმა­ვე პო­ლი­ტი­კით და იმა­ვე დაპყ­რო­ბი­თი მიზ­ნე­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და იმა­ვე იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ გზას ად­გი­ა, რო­გორც რუ­სე­თი რო­მა­ნო­ვე­ბი­ს"...

წყარო  www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი