|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა დავალებებს ელოდებიან ქუთაისში პოლიტიკური პარტიები?

ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნებისათვის სამზადის ამ დრომდე  არ დაწყებულა. ქალაქში მოქმედი  პოლიტიკური პარტიები, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დავალებას, ცენტარული ოფისებიდან ელოდებიან.

პოლიტიკური სუბიექტების განმარტებით, წინასაარჩევნო მარათონი, სავარაუდოდ,  აგვისტოს ბოლოსათვის დაიწყება.

„ჩვენი პარტია სექტემბრის დასაწყისში გეგმავს ფართომასშტაბიან ყრილობას. პარტიაში რეორგანიზაცია და ცვლილებები მიმდინარეობს. უშუალოდ, წინასაარჩევნო კამპანიას, ამის შემდეგ დავიწყებთ“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგისავანიძე.

მისი თქმით, ამ დრომდე პარტიაში გადაწყვეტილი არ აქვთ თუ რამდენი შტაბი უნდა გაიხსანას საარჩევნოდ ქალაქში.

პარტის ლიდერის ჩამოსვლას და მის მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანიის  გაცნობას ელოდებიან „ხალხის პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციაში.

„ჩამოვა  ჩვენი პარტიის ლიდერი და ასევე,  პრეზიდენტობის კანდიდატი. ის გადაწყვეტს როგორ უნდა ჩატარდეს წინასაარჩევნო სამზადისი“, – ამბობს „ხალხის პარტიის“  ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ხეცურიანი.

თუ როგორ წარმართონ საარჩევნო მართონი, ამაზე ჩამოყალიბება ამ დრომდე მიმდინარეობს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“.

კოალიციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, მანანა მიქაძის განმარტებით, კოალიციაში აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.

„როცა ჩამოვყალიბდებით საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, ეს საზოგადოებისათვისაც გახდება ცნობილი“, – ამბობს მიქაძე.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“  ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის თქმით, კოალიციის საარჩევნო შტაბები მალე გაიხსნება. ქათამაძე  აღნიშნავს, რომ კოალიცია და მასში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები  საარჩევნო სამზადისის გარეშეც ასრულებენ შიდა პარტიულ სამუშაოებს.

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „დემოკრატიული საქართველო – ერთიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში, საარჩევნო სამზადისი დაიწყეს. აღნიშნული პარტიის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის,  ოლეგ კენჭაძის განმარტებით, პარტიამ ქალაქში სამი საარჩევნო შტაბი უკვე გახსნა.

რაც შეეხება, ქალაქში მოქმედ პოლიტიკურ პარტია „თავისუფალი საქართველოსთვის“, მათ თვიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ. აღნიშნულ პარტიაში ამ დრომდე გადაწყვეტილი არ აქვთ თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

პარტია „თავისუფალი საქართველოსთვის“ ადგილობრივ ორგანიზაციას უკვე რამდენიმე თვეა ოფისი არ გააჩნია. როგორც პარტიაში განმარტავენ, ამის მიზეზი უსახსრობაა. თუმცა, პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ მიუხედავად ამისა, ისინი წინასაარჩევნო მარათონში აქტიურად ჩაერთვებიან.

„აქტიურად ვაპირებთ არჩვნებში მონაწილეობის მეღებას, თუმცა, ჯერ ვაკვირდებით საპრეზიდენტო კანდიდატებს და ამის მიხევდით გადავწყვეტთ ვის დავუჭიროთ მხარი. შესაბამისად, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატურასაც მოვიწონებთ, იმ პარტიის ოფისში გადავალთ და იქ დაიწყებს ჩვენი ორგანიზაცია საარჩვენო მუშაობას,“ – ამბობს „თავისუფალი საქართველოსთვის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგო წულაია.

„თავისუფალი  საქართველოს“ მსგავსად, პარტია „საქართველოს პარტიოტთა ალიანსსაც“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული,  საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს. თუმცა, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „პატრიოტები“  წინასაარჩვენო მარათონში აქტიურ ჩართვას არ პროგნოზირებენ.

პარტიის  იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელი არაა ყველა პარტიას თავისი კანდიდატი ჰყავდეს არჩვენებში წარმოდგენილი ან აქტიურად იყოს ჩართული საარჩევნო კამპანიაში. თევდორაძის თქმით, „პატრიოტები“ ყველა საპრეზიდენტო კადიდატის სამოქმედო გეგმას გაეცნობიან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, რომელი კანდიდატის მხარდამჭერები იქნებიან.

თუმცა, თავის დროზე აღნიშნული პარტიის პრეზენტაციის დროს, „პარტიოტები“ მთავარ ამოცანად, პოლიტიკური სცენიდანნაციონალებისგაქრობასა და გამარჯვებული ძალის გვერდით დგომას ასახელებდნენ.

რაც შეეხება პოლიტიკური პატიების წინასაარჩვენო კამპანიისათვის საჭირო ფინანსურ რესურსებს, ქუთაისში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებში ერთხმად აღნიშნავენ, რომ ადამიანური რესურსისაგან განსხვავებით, ფინანსური რესურსების ნაკლებობას განიცდიან. „ვიცით, რომ არჩევნებში ერთ–ერთი უპირველესი, ფინანსური რესურსია. ჩვენ ეს არ გვაქვს, თუმცა, ყველანაირად შევეცდებით სხვა პარტიებს კონკურენცია გავუწიოთ,“ – ამბობს „ხალხის პარტიის“ ქუთაისი ორგანიზაციია ხელმძღვანელი მიშა ხეცურიანი.

მისგან განხვავებით, „ნაციონალების“ ქუთაისის ოფისში ფინანსურ რესურსებს არ მიიჩნევენ არჩვენების მოგების ერთადერთ პირობად. ისინი ირწმუნებიან, რომ მათთვის მთავარი ამოსავალი პარტიებში დაკომპლექტებული კომპეტენტური ადამიანები და ხალხზე მორგებული სამოქმედო პროგრამა იქნება.

„პარტიას აქვს მწირი შემოწირულობები, რომლის გამოყენებას წინასაარჩევნო სამსაზიდისისთვისი რაციონალურად ვაპირებთ,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგისვანიძე.

ქუთაისში მოქმედი თოთოეული პოლიტიკური პარტია, წინასაარჩევნო სამზადისის დაგვიანების მიუხედავად, 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში, მათ მიერ მხარდაჭერილი  კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია

ავტორი: თეკლა მორგოშია