|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტუალეტში რომ არ გავიდნენ, კომპანიის ხელმძღვანელები თანამშრომლებს პამპერსის ჩაცმას აიძულებენ

ჰონდურასში კომპანია Kyungshin Lear-ის ხელმძღვანელები საკუთარ თანამშრომლებს არაადამიანურ პირობებში ამუშავებენ.

იმისთვის, რომ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას დასაქმებული არ მოცდეს და საპირფარეშოში გასვლით დრო არ დაკარგოს, ხელმძღვანელობა პამპერსის ჩაცმას აიძულებს. კომპანიის თამაშრომლებმა გაუსაძლის პირობებზე ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მიზერულ ანაზღაურებასთან  ერთად შეურაცხყოფის ატანა უწევთ.

მუშათა ადგილობრივი კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დანიელ დურონმა კომპანიის ხელმძღვანელობა გაკიცხა და მუშებს დახმარებას დაპირდა. მსგავს პირობებში კომპანიის 4 000 თანამშრომელია - ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში პრეტენზიებს ხმამაღლა ვერ გამოთქვამდნენ, ვინაიდან ადმინისტრაცია მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა