|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალს იდეალური მამაკაცი უპოვეს

ჰოლივუდის მსახიობები სკარლეტ იოჰანსონი და მეთიუ მაკკონაჰი The One от Dolce & Gabbana-ს სუნამოს სარეკლამო რგოლში გადაიღეს. რეკლამა იმდენად მაცდური გამოვიდა, რომ სუნამო, სავარაუდოდ, დიდი წარმატებით გაიყიდება.

მსახიობებმა ფოტოგრაფ პიტერ ლინდბერგისთვის იპოზიორეს. შარშან მაკკონაჰმა ვიდეორგოლში პოპულარული მსახიობი განასახიერა, რომელსაც პაპარაცები დასდევენ, იოჰანსონმა კი ახალგაზრდა ვარსკვლავის როლი მოირგო. ამჯერად კი წყვილი ლოს-ანჯელესში გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა, სადაც სოფიტების შუქზე პოზირებდნენ. შავ-თეთრი ფოტოსესია იტალიური კინემატოგრაფიის, კონკრეტულად კი ფედერიკო ფელინის ფილმების გავლენით შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სკარლეტ იოჰანსონი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს. მამაკაცების ჟურნალმა Esquire მსახიობის ფოტო გარეკანზე დაბეჭდა. გარდა ამისა, ვუდი ალენის მუზა ერთადერთი ქალია, რომელსაც ჟურნალმა ეს ტიტული უკვე მეორედ მიანიჭა - ანალოგიური წოდება სკარლეტმა 2006 წელს მოიპოვა.

ჟურნალთან ინტერვიუში კინოვარსკვლავმა ასაკისა და კარიერის შესახებ ისაუბრა: "უკვე 28 წლის ვარ და ცოტა ხანში, ალბათ, დედის როლებს შემომთავაზებენ".

შარშან Esquire-ის სექსუალური ქალების რეიტინგს მილა კუნისი ლიდერობდა. სხვადასხვა დროს ეს ტიტული ჟურნალმა რიანას, ჰოლი ბერის და კეიტ ბეკინსეილს მიანიჭა.


წყარო: ambebi.ge


ავტორი: ნიუპრესი