|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინელების გასაიდუმლოებული პროექტი ქუთაისის ყოფილ სამხედრო ქალაქში

ქუ­თა­ის­ში საბჭო­თა პე­რი­ოდ­ში არ­სებული სამხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი ჩი­ნურ­მა კომ­პა­ნი­ამ შე­ი­ძი­ნა. გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, მფლობელები ყოფი­ლი სამხედ­რო ქა­ლა­ქის ად­გილ­ზე ახალი ფე­შე­ნებელუ­რი საცხოვ­რებელი კომ­პლექ­სის აშე­ნებას გეგ­მა­ვენ, რაც ჰოს­პი­ტა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სებული ხე-მცე­ნა­რეების გა­ჩეხვის ხარჯზე მოხდება.

სამხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლი საბჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვმე­დებარებაში იმყოფებოდა. 2002 წლი­დან ჰოს­პი­ტა­ლის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილ­ში (3732 მ2 მი­წის სა­ერ­თო ფარ­თი  და  2392,51 მ2 შე­ნობა-ნა­გებობა) სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულება „კლი­ნი­კა ლჯ" ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. საბჭო­თა ეპო­ქა­ში აღ­ნიშ­ნულ შე­ნობაში სამხედ­რო ქა­ლაქ­ში და­საქ­მებულ­თა შვი­ლებისათ­ვის საბავ­შვო ბაღი მოქ­მე­დებდა.

რო­გორც ჰოს­პი­ტა­ლის ირ­გვლივ მცხოვ­რებლები აცხადებენ, ტე­რი­ტო­რია დი­დი ხანია გაყიდუ­ლია და მი­სი ახალი მფლობელი ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ა. ად­გი­ლობრი­ვების თქმით, ყოფილ „სამხედ­რო ქა­ლაქს" დაც­ვა ჰყავს და იქ უცხო პირ­თა შეს­ვლა მკაც­რად კონ­ტროლ­დება.

ჰოპი­ტა­ლის გასხვი­სებას ასე­ვე ადას­ტუ­რებენ შპს „და­ლას-73"-ის წარ­მო­მად­გენ­ლები, რომ­ლებიც ჰოს­პი­ტა­ლის მიმ­დებარედ, ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩის რეაბილი­ტა­ცი­ას ანხორ­ცი­ე­ლებენ. რო­გორც კომ­პა­ნი­ის მეს­ვე­უ­რები ამბობენ, ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის მი­ერ გა­მოცხადებულ სა­ტენ­დე­რო პი­რობაში გათ­ვა­ლის­წი­ნებული არ იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ქუ­ჩის იმ ტრო­ტუ­ა­რის შე­კე­თება, რო­მე­ლიც ჰოს­პი­ტა­ლის შე­ნობის გას­წვრივ გა­დის, რად­გან ტრო­ტუ­ა­რი ისე­ვე, რო­გორც ჰოს­პტა­ლი, ახალ მფლობელს ეკუთ­ვნის.

საჯარო რე­ეს­ტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მებით, ქუ­თა­ის­ში არ­სებული სამხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის 37 397 მ2 მი­წის ფარ­თი, მას­ზე გან­თავ­სევბული 12 შე­ნობა-ნა­გებობით, შპს „ვი­ლა-კოლხმა" შე­ი­ძი­ნა. საჯარო რე­ეს­ტრის მო­ნა­ცე­მებიდან ჩანს, რომ ნასყიდობის ხელ­შეკ­რუ­ლება „ვი­ლა-კოლხსა" და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტროს შო­რის 2011 წლის 22 ნო­ემბერს გა­ფორ­მდა.

თა­ვად შპს „ვი­ლა-კოლხი", ხელ­შეკ­რუ­ლების და­დებამ­დე ერ­თი თვით ად­რე, 2011 წლის 24 ოქ­ტომბერს და­რე­გის­ტრირ­და. კომ­პა­ნი­ის 100%-ია­ნი წი­ლის მფლობელია ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ძი­ენჯენ მა. „ვი­ლა-კოლხი" კორ­პო­რა­ცია ჩი­ნე­თის ხუა­ლი­ნის ინ­დუს­ტრი­უ­ლი ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლობაში შე­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე ფირ­მი­დან ერთ-ერ­თი­ა.

კორ­პო­რა­ცი­ა­ში ადას­ტუ­რებენ, რომ სამხედ­რო ქა­ლა­ქი მათ სა­კუთ­რებას წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა, გავ­რცე­ლებულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სახებ, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საცხოვ­რებელი კორ­პუ­სები აშენ­დება არ ადას­ტუ­რებენ. თუ რა და­ნიშ­ნუ­ლებით შე­ი­ძი­­ნა „ვი­ლა-კოლხმა" ჰოს­პი­ტა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სებული შე­ნობა-ნა­გებობები და მი­წის ფარ­თობები, კორ­პო­რა­ცი­ა­ში არ ახმა­უ­რებენ.

„მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ჩვენს სა­კუთ­რებაში­ა, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­ი­მე სახის პრო­ექ­ტი და ბიზ­ნეს­გეგ­მა არ არ­სებობს," - აღ­ნიშ­ნა­ვენ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები „ახალ გა­ზეთ­თან" საუბარ­ში.

კორ­პო­რა­ცი­ა­ში საცხოვ­რებელი კორ­პუ­სების სა­ნაც­ვლოდ მცე­ნა­რეების გა­ჩეხვის ფაქ­ტსაც არ ადას­ტუ­რებენ და აცხადებენ, რომ ყოფი­ლი ჰოს­პი­ტა­ლის ტე­რი­ტო­რი­ას სა­გან­გებოდ იცა­ვენ და ასუფ­თა­ვებენ.

ხეების გა­ჩეხვა გა­უ­მარ­თლებლად მი­ა­ჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რაობა „დე­და­მი­წის მე­გობრების" დარბაზის სპი­კერს, თე­მურ კე­პუ­ლა­ძეს. მი­სი გან­მარ­ტებით, მა­შინ, რო­ცა ქა­ლაქ­ში მწვა­ნე სა­ფა­რის დე­ფი­ცი­ტი­ა, მშე­ნებლობის­თვის მა­თი ხელოვ­ნუ­რად გა­ჩეხვა და­უშ­ვებელი­ა.

„ეს არის იმ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გი, რო­დე­საც წი­ნა ხელი­სუფ­ლება ყვე­ლა­ფერს ერ­თი ხელის მოს­მით ყიდ­და. მწვა­ნე სა­ფა­რის მუდ­მივად გა­ნახლება უნ­და ხდებოდეს, რაც, სამ­წუხაროდ, წლებია არ მომხდა­რა. თა­ვად ხელი­სუფ­ლებამ, ვინც ქო­ნებას ყიდის, მან არ უნ­და მი­ცეს ინ­ვეს­ტო­რებს იმის უფ­ლებამ, რომ მსგავ­სი ფაქ­ტები მოხდეს," - აცხადებს თე­მურ კე­პუ­ლა­ძე.

ქუ­თა­ი­სის ად­გი­ლობრივ ხელი­სუფ­ლებაში აცხადებენ, რომ მათ­თვის ჰოს­პი­ტა­ლის გასხვი­სების ფაქ­ტი უც­ნობია, ვი­ნა­ი­დან ჰოს­პი­ტა­ლის ტე­რი­ტო­რია ქა­ლა­ქის ბალან­სზე არ იმყოფებოდა და ის ეკო­მო­ნი­კის სა­მი­ნის­ტრომ გაყიდა. ხოლო რო­გორც ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ბაკურ ხურ­ცი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ინ­ვეს­ტორს აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სახურის­თვის ხეების გა­ჩეხვის ნებარ­თვით არ მი­უ­მარ­თავს.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა