|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომის პაპი ახალგაზრდობაში ღამის კლუბის დაცვაში მუშაობდა

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა კიდევ ერთხელ გააოცა მორწმუნეები, წერს Le Figaro.

პაპმა ფრანცისკმა ( ბუენოს- აირესის ყოფილმა არქიეპისკოპოსმა) მორწმუნეებთან ერთ-ერთი შეხვედრისას განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში სწავლის ფული რომ გადაეხადა ის ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობდა დაცვის თანამშრომლად.

ხორხე მარიო ბერგოლიომ ადრეც აღნიშნა მისი ახალგაზრდობისდროინდელ გატაცებებზე. მაგალითად,მის ვნებაზე არგენტინული საფეხბურთო კლუბ San Lorenzo -ს მიმართ. ასევე იმის შესახებ, რომ მუშაობდა დამლაგებლად და ლაბორანტად ერთ-ერთ ქიმიურ ლაბორატორიაში. იგი მორწმუნეებს გამოუტყდა, რომ ყმაწვილკაცობაში დიდი სიყვარულიც ჰქონდა ერთ-ერთი ლამაზმანის მიმართ. თუმცა  ეს ბოლო ინფორმაცია მაინც სიურპრიზი აღმოჩნდა, თუმცა სტატიის ავტორი აღნიშნავს რომ პაპის ეს აღიარება მხოლოდდამხოლოდ გაზრდის მის პოპულარობას.

მას ამის თქმის  საფუძველს გარკვეული კვლევები აძლევენ. აღმოჩნდა, რომ რომის პაპის სახელი 2013 წელს ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ბლოგებსა თუ სოციალურ ქსელებში - ამას აკადემიური ასოციაცია Global Language Monitor ლინგვისტური გამოკვლევები ცხადყოფენ, აღნიშნავს Le Figaro.
სტატია მომზადებულია  Le Figaro-ს მიხედვით

ავტორი: ნიუპრესი