|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინელმა მილიარდელებმა იანუკოვიჩს ზურგი აქციეს

უკრაინის მომავლისთვის ბრძოლაში ოლიგარქებმა მთავრობას ზურგი აქციეს, წერს გამომცემლობა Bloombergმაგალითად, მილირდერმა ვიქტორ პინჩუკმა საშუალება მისცა ჟურნალისტებს დროებით ესარგებლათ  მისი გაზეთის ოფისით, იმის გასაშუქებლად თუ როგორ ცდილობენ მოპროტესტე უკრაინელები პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაყენებას.

პიოტრ პოროშენკო, იანუკოვიჩის მთავრობის ყოფილი მინისტრი და შოკოლადის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი, მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და გაამხნევა მომიტინგენი.

ოლიგარქ დიმიტრი ფირტაშის ტელეარხმა „ინტერმა“ აჩვენა ვიდეომასალა, რომელმაც მთვარობის მხრიდან ძალადობის პროვოცირების დემონსტრანტებზე გადმობრალების მცდელობა გააქარწყლა. ვიდეომასალაში გამოჩნდა, რომ სწორედ მთავრობის მხრიდან მოხდა ძალადობის პროვოცირება და მათი მიზეზით დაზარალდა ასობით ადამანი, წერს Bloomberg.

ოლიგარქები, რომლებმაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს  იანუკოვიჩს, დღეს უკვე ახალი პრობლემის - შემოსავლიანი დასავლური ბაზრის დაკარგვის წინაშე დადგნენ. დასავლურ ბაზარზე სადღეისოდ უკვე 19 უკრაინული კომპანიის პროდუქცია გადის. რუსეთის საბაჟო კავშირში უკრაინელ ოლიგარქებს დათმობაზე წასვლა მოუწევთ გაცილებით ძლიერ რუს მოწინააღმდეგეებთან, რომელთაც მეტი გავლენები აქვთ კრემლში, აღნიშნავენ სტატიის ავტორები.  

შესაბამისად რუსეთის საბაჟო კავშირი უკრაინელი მაგნატებისთვის წარმოადგენს დიდ რისკს, რომ მათზეც განხორციელდეს ის ძალადობივი მეთოდები, რისი მომსწრენით ისინი მეზობელ ბელორუსში შეიქნენ.

ოლიგარქები შეშფოთებულნი არიან დასავლური სანქციების შესაძლო შემოღების გამოც, იმის გათვალისწინებით, რომ მათი კაპიტალის დიდი ნაწილი საზღვრებს გარეთ, დასავლეთში იმყოფება.

რადგან ოლიგარქები ტოვებენ იანუკოვიჩს ეს იმის მანიშნებელია, რომ მათი ბიზნეს- მოდელი მეტადაა კავშირში ევროპულთან, ვიდრე რუსულთან, წერს გამოცემა.

სტატია მომზადებულია Bloomberg.-ის მიხედვით

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა