|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბლოგ სფერო ქუთაისში რეალურ სივრცეში გადმოინაცვლებს

"ბლოგ სფერო ქუთაისში"– ამ სახელწოდების პროექტი ქუთაისში მალე ამოქმედდება. აღნიშნულ ინიციატივას ჩაის სახლი "ფოე ფოე" განახორციელებს. პროექტის მიხედვით ქუთაისელი ბლოგერები ჩაის სახლში გამართავენ შეხვედრებს და ინტერნეტ სივრციდან რეალურ სივრცეში გადმოინაცვლებენ.
"პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას და ბლოგერთა ინტეგრაციას იმ საზოგადეობაში, რომლისთვისაც წერენ", –აღნიშნა ჩაის სახლის მენეჯერმა ნატალი პატარიძემ.
პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ბლოგერ შორენა ლაღაძესთან გაიმართება 4 თებერვალს. მოეწყობა მისი ბლოგების კითხვა, განხილვა და დისკუსია. 
პროექტი ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა