|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე - ქუთაისის თვითმმართველობაში სრული მობილიზაცია გამოცხადდა

ხვალ, ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ქუთაისის თვითმმართველობა ხვალისთვის სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული და აქციისთვის ემზადებიან.

"ხვალ, ემზადება12 საათისთვის ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება სადაც მოსამართლემ საბოლოო განაჩენი უნდა გამოაცხადოს, "სამართლიანობის აღმდგენი" ხელისუფლება "საგულდაგულოდ" ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის, მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნების ადგილობრივ ორგანიზაციაში ბაიბურში არ არიან ამ მზადებასთან დაკავშირებით, ხვალ სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული ადგილობრივი თვითმართველობის ყველა სტრუქტურებს, მათ შორის ბაგა ბაღებს, სპორტულ სკოლებს და ასე შემდეგ... 
თუ ამ ინფორმაციის შემდეგ არ შეუცვალეს დისლოკაციის ადგილი ხვალ 12 ის ნახევარზე ეს მრავალტანჯული ადამიანები (რაც მაგათ აქციებზე უვლიათ) იკრიბებიან ე.წ ძველი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიასთან
ეხ ჩემო მრავლის მნახველო ხალხო, აბა თქვენ იოლი გეგონათ "სამართლიანობის აღდგენა"???," - აცხადებს თევდორაძე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.26%
გაუარესდა - 52.78%
არ შეცვლილა - 12.96%
სულ - 108 ხმა