|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუკი ქალს შვილის აღზრდას ანდობთ, რატომ არ ანდობთ სახელმწიფოს ბედს? – დისკუსია ქუთაისში

რატომ არ არის ქალი კაცის თანასწორი საქართველოში? რა განაპირობებს დისბალანსს? რატომ ეგუებიან ქალები მეორად როლს?  -აღნიშნულ საკითხებს ეხებოდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ გამართული  საჯარო დისკუსია, რომელიც ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მოეწყო. 

ძირითად მომხსენებლებს წარმოადგენდნენ ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, პროექტის მენეჯერი, მირიან ებანოიძე (ფილოსოფოსი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), ატო ქათამაძე,(საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე). დისკუსიას უძღვებოდა ქეთი ბერძენიშვილი (რადიო "ძველი ქალაქი).

ქალები პოლიტიკაში, ლიტერატურასა და საზოგადეობაში – დისკუსია ამ სამი მიმართულებით გაიშალა და ბევრი სადაო და საკამათო მხარე წარმოაჩინა.

ქალი პოლიტიკაში რომ უნდა იყოს ამ საკითხზე თითქოს არავინ დაობს, მაგრამ როდესაც საქმე არჩევანზე დგება  – ქალი თუ მამაკაცი?! უპირატესობა მაინც მამაკაცს ენიჭება. თუკი ქალს შვილის აღზრდას ანდობთ, რატომ არ ანდობთ სახელმწიფოს ბედს?“ – კითხვას სვამს ნატო ქათამაძე.

შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ ქალის მიმართ უნდობლობა არ მოდის მხოლოდ საპირისპირო სქესიდან, არამედ თავად ქალებშიც ჩნდება უნდობლობა საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიმართ. ეს იმიტომ რომ „ჩვენ არ ვართ მზად თანასწორობისთვის. ბევრი რამ არ ვიცით, თუნდაც ის თუ რას წარმოადგენს მაგალითად, სექსუალური ძალადობა“, –აღინიშნა შეხვედრაზე.

იცით გენდერული თანასწორობა რა არის? დასვა კითხვა ერთ–ერთმა მომხსენებელმა და იქვე უპასუხა: "შენთვის გენდერული თანასწორობა დადგენა მაშინ, როცა ერთ– ერთი ყველაზე დაბალინტელექტუალური ქალი მოვა პოლიტიკაში. თუკი არის ამდენი დაბალინტელექტუალური კაცი პოლიტიკაში, ჩვენ რატომ გვჭირდება იმის მტკიცევბა რომ მე მაგარი ვარ. არ მჭირდება ვამტკიცო რომ ძლიერი ვარ. მეც თქვენნაირი ვარ", – აღნიშნა ანა არგანაშვილმა. 

შეხვედრაზე განიხილეს პრემიერის სარვამარტო მილოცვა, რომლის რამოდენიმე პუნქტი სადაო გახდა. „საქართველოს ქალების, დედების სათნოებასა, გმირობასა და თავდადებაზე იდგა სამშობლო", აღნიშნავს პრემიერი თავის მილოცვაში. 

 "ეს ფრაზა,ერთი შეხედვით აღიარებაა, როგორი მნიშვნელოვანია ქალი. ანუ ქალის თვისებებზე, სიმტკიცეზე დგას ის ვინც მართავს, მოქმედებს, იღებს გადაწყვეტილებებს არის ტვინი, თავი. მაგრამ მე მინდა კი რომ იდგე ჩემზე? იქნებ მე მინდა დადგე ჩემთან! იქნებ ერთად დავდგეთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები", – აღნიშნა ანა არგანაშვილმა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი