|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ქუთაისში მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება

ქუთაისში, 30 მარტს, მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება სახელწოდებით „დო-დან დო-მდე". მას მესხიშვილის თეატრი უმასპინძლებს. ზაზა მარჯანიშვილთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები, უჩა მეტრეველი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ასევე, ოპერის სიმებიანი კვარტეტი, ვოკალისტ-შემსრულებლები და მსახიობები.  

კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი ზაზა მარჯანიშვილი 1986 წლიდან მოღვაწეობს, როგორც პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი. იგი მონაწილეობდა მრავალ ფესტივალში მსოფლიოს მასშტაბით.  

ამერიკაში ზაზა მარჯანიშვილი მუშაობდა ჰოლივუდში "GOLDMORE PRODUCTIONS"-ში. მას ეკუთვნის კინომუსიკა ფილმებისთვის: "SHADOW OF DOUBT", "FALLEN ANGEL", "TELEPHONE", "SAMUEL" და სხვა. ზაზა მარჯანიშვილი არის მუსიკის ავტორი მრავალი სატელევიზიო სერიალის, შემეცნებით-დოკუმენტური ფილმისა თუ სარეკლამო რგოლისთვის. ზაზა მარჯანიშვილს შექმნილი აქვს 10 ალბომი, რომელიც შეიცავს ჯაზის, კინომუსიკის, ეთნოჯაზის, კლასიკის, ლათინურ და აღმოსავლურ ღონისძიების "დო-დან დო-მდე" კონცერტის ინიციატორი ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურია. 
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი