|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრიტანელებს სიმაღლის, ძაღლების და ჯამბაზების ეშინიათ - რისი გეშინიათ თქვენ?

ახალმა გამოკვლევებმა აჩვენეს ბრიტანელების ძირითადი შიშები - დაწყებილი სიმაღლის შიშიდან, წყლის და ძაღლების შიშით დასრულებული,  წერს გამოცემა Independent.

კვლევითმა კომპანიამ YouGov გამოკითხა  2 ათასი ადამიანი. იმის გამოსარკვევად ყველაზე გავრცელებულ 30 ფობიათა შორის მათ რომელი აწუხებდათ.  

კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელებს ყველაზე მეტად მაინც სიმაღლის ეშინიათ აკროფობია ბრიტანელთა 58% აწუხებს. შემდეგ მოდის ძაღლების შიში: ბრიტანელების 14 პროცენტს სწორედ ამ, ადამიანის საუკეთესო მეგობარი ოთხფეხის ეშინია. შემდეგ მოდის ჰემოფობია - სისხლის შიში, შედეგ  ნიკტოფობია - სიბნელის შიში. კოულტოფობია - ჯამბაზების შიში, აგორაფობია - ბრბოს შიში, აეროფობია - ფრენის შიში, ტრიპანოფობია ნემსების და ჩხვლეტის შიში, მუზობოფია თაგვების შიში და გლასოფობია - საჯაროდ გამოსვლის შიში.

წყარო:Independent

ავტორი: ნიუპრესი