|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევა ბრაუნი ებრაელი იყო, ამას დნმ-ს ანალიზი ადასტურებს

ბრიტანეთის ერთ-ერთი კერძო ტელეარხის ცნობით ადოლფ ჰიტლერის მეუღლე ებრაელი იყო. აღნიშნავს გაზეთი  La Repubblica.

ჰიტლერს რომ გაეგო მისი ცოლის ებრაელობის შესახებ ეს ალბათ თავზარს დასცემდა და ბრაუნს მაშინვე გაზის კამერაში გაუშვებდა.თუმცა შესაძლებელია მან თავიდანვე იცოდა ბრაუნის წარმომავლობა და სწორედ ევა ბრაუნის წარმოშვებამ განაპირობა ის, რომ ადოლფ ჰიტლერი მასზე თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაქორწინდა ბერლინის ბუნკერში. 

ბრაუნის რეალური ეთნიკური კუთვნილების მტკიცებულებად ტელეარხს მოყავს დნმ-ს ანალიზი, რომელიც იმ თმის ღერიდან გაკეთდა, რომელიც ევა ბრაუნის სავარცხელზე აღმოაჩინეს.  თმები შეიცავენ ჰაფლოტიპს N1b1 რომელთანაც აშკენაზის ანუ ევროპული წარმოშვების ებრაელები ასოცირდებიან.

ცნობილია, რომ ევა ბრაუნთან  ურთიერთობის პირველ ხანებში ჰიტლერმა დაავალა მარტინ ბორმანს გამოერკვია ბრაუნის წარმომავლობა. ჰიტლერის რჩეული მაშინ 17 წლის იყო და კათოლიკურ სკოლაში დადიოდა.  მე-19 საუკუნეში ბევრმა გერმანელმა ებრალემა მიიღო კათოლიკობა და შესაძლებელია ევა ბრაუნს არც ცოდნოდა მისი წარმომავლობის შესახებ.

თუმცა ისიც  გასათვალისწინებელია, რომ სავარცხელზე არსებული თმის ღერის ევა ბრაუნისადმი კუთვნილება ბოლომდე მაინც არ დასტურდება. საკითხში სიცხადის შეტანა შეეძლო ევა ბრაუნის ორ ნათესავს, მაგრამ მათ დნმ- ს ანალიზის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

წყარო:La Repubblica

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა