სტიქიის შედეგად რეგიონებში 200-ზე მეტი ელექტრობოძია დაზიანებული
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" პირველადი მონაცემებით, სტიქიამ 200-ზე მეტი ელექტრობოძი დააზიანა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო გამოწვეული ენერგოშეზღუდვების შემცირების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება.
"გრძელდება მუშაობა ამ აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღსადგენად. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში; რთული მდგომარეობაა ჭიათურაში, სადაც "ენერგო-პრო ჯორჯიამ" სამუშაოების ოპერატიული წარმოებისთვის დამატებითი ტექნიკური ბრიგადები შეიყვანა. ადგილზე იმყოფება კომპანიის სათაო ოფისის ხელმძღვანელობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამუშაოების მიმდინარეობას.
"ენერგო-პრო ჯორჯია" საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, ვიდრე სრულად არ აღდგება კომპანიის აბონენტების ენერგომომარაგება", - აცხადებენ კომპანიაში.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
18:25
15:07
12:11
















