|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და უსაფრთოება"

"სტრასბურგის სასამართლოს სახელმწიფოს დაავალა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და უსაფრთოება"  - გაბაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ 

როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა,  სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა. 

მისივე თქმით, სასამართლომ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისაკენ. ადვოკატის განმარტებით, მისთვის წინასწარ ძნელია იმის თქმა გაითვალისწინებს თუ არა მისი დაცვის შვეშ მყოფი ამ მოწოდებას, თუმცა თავისთავად  მნიშვნელოვანია სტრასბურგის მიერ შიმშილობის ფაქტის აღიარება. 

 

"სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, ციხეშიც და ზოგადადაც და ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა მისი ადეკვატური, რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი", -განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მისივე თქმით, ყოველდღიურად სტრასბურგს უნდა ეცნობოს ინფორმაცია  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 24 ნოემბერს, კიდევ ერთხელ, ეს ინფორმაციები შეჯერდება. 

"საქმე არის პრიორიტეტული და აქვე სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა, არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად", - განაცხადა გვარამიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა