სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს. შემოწმების პროცესი მიმდინარეობს სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებში, სადაც სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას ამოწმებენ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მონიტორინგის პროცესი სკოლამდელ დაწესებულებებში მუდმივად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა, მათ შორის, 253 თბილისში. მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















