სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 5 ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტო გასულ კვირას ჩატარებული ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
სააგენტოს ინფორმაციით სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის კონტროლი განხორციელდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 211 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 59 ბიზნესოპერატორი; ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან.
ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათისა და სასმელი წყლის 46 ნიმუში აიღეს. 190 ობიექტი დოკუმენტურად შემოწმდა (36 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, აგრარული ბაზრები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები, სასაწყობე მეურნეობა, მარკეტები.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 36 მეწარმე დააჯარიმა, მათ შორის 1 სუბიექტი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის. საწარმოო პროცესი შეუჩერდა 5 ბიზნესოპერატორს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















