|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 63 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა

 სურსათის ეროვნული სააგენტო განხორციელებული  კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 226 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 79 ბიზნესოპერატორი;  ზედამხედველობა განხორციელდა 8 ბიზნესოპერატორთან.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 64 ნიმუში.

დოკუმენტურად შემოწმდა 295 ობიექტი (112 ბიზნესოპერატორი თბილისში),  მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის  მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 63 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 23 ბიზნესოპერატორს.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა