"თავს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაგვესხნენ" - თაკო ჩარკვიანი [VIDEO]
ქუთაისის აეროპორტში სამართალდაცველები არიან მობილიზებულები. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლზე მომხდარი ძალადობის ფაქტს იძებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ დროისთვის სამართალდამცველებმა აეროპორტიდან რამდენიმე პირი წაიყვანეს. ამ დრომდე უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მას და მის მეუღლეს ჯონი გიგანს აეროპორტში ხუთკაციანი დაჯგუფება დაესხა თავს.
„შვილს ვაცილებდით აეროპორტიდან, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი მოვიდა და არჩევნებში წაგება მომილოცა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩემს მეუღლეს. ისინი გავდნენ ბანდას. მე პირველად შემეშინდა, რადგან ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინმეს შეეძლო ჩემი და ჩემი მეუღლის ფიზიკური განადგურება", – განაცხადა თაკო ჩაკვიანმა.
თაკო ჩარკვიანი აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოღებას ითხოვს. ამ დროისთვის კი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გაავრცელა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















