თაკო ჩარკვიანზე თავდამსხმელებს შორის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის განყოფილების უფროსია
თაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის განყოფილების უფროსი, დავით მაჭავარიანია- ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის მიხედვით პირთა იდენტიფიცირების შედეგად გაირკვა.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. ერთს სისხლის სამართლის წესით ძალადობის, ხოლო სამ პირს ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობის ბრალი წაუყენა.
თაკო ჩარკვიანს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერია, რამდენიმე პირი თავს იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან, ჯონი გიგანთან ერთად აეროპორტში შვილს აცილებდა. მისი თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ე.წ. ძველი ბიჭები იყვნენ, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















