|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თალიბანი ჟურნალისტებზე ძებნას აცხადებს -მოკლულია ჟურნალისტის ნათესავი

ავღანელები უკვე გახდნენ მოწმეები თალიბანის ტერორის. მათ ძალადობრივად ჩაახშეს რამდენიმე საპროტესტო აქცია და მოკლეს ჟურნალისტის ნათესავი, რაც მათ მიერ დაპირებულ "ლმობიერ" რეჟიმს ეწინააღმდეგება.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო "Deutsche Welle (DW)" წერს, რომ მათ ჟურნალისტზე თალიბებს ძებნა აქვთ გამოცხადებული, მისი ნათესავი მოკლეს და კიდევ ერთი პირი მძიმედ დააშავეს, სხვა ნათესავებმა კი გაქცევა მოახერხეს.

DW აცხადებს, რომ აშკარაა, რამდენად დიდ საფრთხეში არიან ჟურნალისტები ავღანეთში, მათ ყველგან ეძებენ, როგორც ქაბულში, ისე პროვინციებში.

ნორვეგიული ჰუმანიტარული ორგანიზაცია გაეროს წარუდგენს თალიბანის მუქარას, იმის შესახებ, რომ ისინი ინტენსიურად ეძებენ ყველა ძველი რეჟიმის წარმომადგენელს, ჟურნალისტებსა და სხვა ინდივიდებს, წარუმატებლობის შემთხვევაში, ისინი ამ პირების ოჯახებსა და ნათესავებს დასჯიან შარიათის კანონების საკუთარი ინტერპრეტაციის მიხედვით.

 

ავტორი: ნიუპრესი