|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავდამსხმელები ამოვიცანი"-დაყაჩაღებული ადვოკატი

ჭოგნარში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებული ადვოკატი მზია დოღონაძე აცხადებს, რომ დაკავებულების ამოცნობა შეძლო.

"გარეგნობით, თვალებით, წარბებით, ერთი ხელებით ვიცანი, ერთ ჩამოვუწიე ნიღაბი და სახისა და ცხვირის მოყვანილობით დავრწმუნდი, მე რომ ეჭვი მეპარებოდეს, რად მინდა სხვისი დაკავება?"-განაცხადა მზია დოღონაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ნივთია ამოღებული, "ჩემი ოქროს ბეჭედი და საყურეები გადაუდნიათ,  ოქრომჭედელი იყო მოსული, მან დაადასტურა, რომ გადასადნობად მიიტანეს",-აღნიშნა დოღონაძემ.

შეგახსენებთ, თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ყაჩაღობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირია დაკავებული.

ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. "დაკავებულია 4 პირი, მათი პირადი ხრეკისას ამოღებულია ნაყაჩაღარი ნივთები და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება 179-ე, ყაჩღობის მუხლითთ მიმდინარეობს", -აცხადებენ უწყებაში. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა