|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავიანთ დანაშაულს უდანაშაულო ადამიანებს აბრალებენ და აკავებენ"-გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბათუმში მხარდამჭერების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება თავისი დანაშაულის გადაფარვის მიზნით უდანაშაულო ადამიანებს აკევებს. მისი განცხადებით, მალე ყველა რეალური დამნაშავის სახელი გახდება ცნობილი.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რაც ხდება, ამაზე სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში საუბარი შეუძლებელია, ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი დანაშაულების რეკორდი დაამაყარა და ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისივე წევრს ბინძური მეთოდით ებრძვიან. აქვეყნებენ ფარულ ჩანაწერებს და ვირუსივით ავრცელებენ, თავიანთ დანაშაულს კი უდანაშაულო ადამიანებს აბრალებენ და აკავებენ. გაზის გაჟონვით რამდენიმე ადამიანი გარდიცვალა და არავის ადარდებს ადამიანის სიცოხცლე. რაც ბილო დროს ხდება ხელისუფლებაში, ეს არ არის სიძლიერის ბიშანი, ეს სიბინძურის ნიშანია. ძალიან მალე ყველა დამნაშავის სახელი გახდება ცნობილი"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 შეგახსენებთ, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით 18 პირი დააკავა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა