"თავისუფალ ზონის" აქციას "ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ?
"თავისუფალი ზონის" მიერ გუშინ გამართულ აქციაზე "მოისროლე ბიძინა" ინციდენტი მოხდა. რამდენიმე მოქალაქე აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. მომხდართან დაკავშირებით, დღეს "თავისუფალი ზონის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მათ არა რიგითი მოქალაქეების, არამედ "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რომელთაც თავი რიგით მოქალაქეებად გაასაღეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნიკოლოზ ნარსიას განცხადებით, მათი აქციის დასაშლელად აქტივისტებმა პროვოკაცია მოახდინეს.
"მათგან ვინც გუშინ დაგვიპირისპირდა, ერთი იყო ქალაქის მერის თანაშემწის დედა გვარად ხეცურიანი, ასევე "ოცნებიდან" იყო სამი აქტივისტი. იყო ერთი ქალბატონი, რომელიც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მეთოდისტად მუშაობს. რაც იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია მთავრობის მხრიდან", – განაცხადა ნიკოლოზ ნარსიამ.
ნარსიას ბრალდებას მერიაში სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია.
"თავისუფალი ზონის" წევრებმა ქვეყანაში არსებული ერთპიროვნული მმართველობა და მძიმე სოციალური ფონი გააპროტესტეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















