|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს ორგანიზაციაზე თავდასხმა იგეგმება?

“თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარე მაია შალამბერიძე  ორგაიზაციის მიმართ დაგეგმილ ძალადობაზე საუბრობს. შალამბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს,  სადაც წერს, რომ იგეგმება ორგანიზაცაზე თავდასხმა, რაც წყალტუბოში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.

"გუშინ, 22 აპრილს სანდო წყაროსგან მივიღე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იგეგმება „თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს რაიონულ ორგანიზაციაზე და კონკტერულად ჩემზე, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, ბინძური თავდასხმა. 
აღნიშნული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან დავალებული აქვს ჩემი დაკავება და ამით წინასაარჩევნოდ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გასატარებელი ადგილობრივი პოლიტიკური პროცესების შეფერხება. ასევე იგეგმება „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში შემოსვლა და ოფისის გაჩხრეკა ნარკოტიკული ნივთიერებების მოძიების მიზნით. 
მოხდა ჩემი წარსულის „გადაქექვა“,  რომელიც არის სუფთა. 
მინდა განვაცხადო, რომ თუ ჩემი მისამართით საუბარი იქნება რაიმე სახის კანონდარღვევაზე, ან არაჯანსაღ ქმედებაზე, ეს იქნება ჩემი კონკურენტების ბინძური პოლიტიკური თამაშის ნაწილი. პოლიტიკა არ არის ბინძური, ბინძურ პოლიტიკას ატარებენ ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ღირსებისა და ეროვნულობის შეგრძნება“, - წერს შალამბერიძე.

მისი თქმით, მათ არ ყავთ მტრები, არამედ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომლებიც წინა ხელისუფლების მეთოდებით ცდილობენ არჩევნების პროცესში დესტაბილიზაციის შექმნას. 
„მე, როგორც რიგით წყალტუბოელს, რომელიც იზიარებს ჩვენს ქალაქში შექმნილ სოციალურ ფონს, მზად ვარ ნებისმიერი მსგავსი პროვოკაციისთვის, რადგან არ გამაჩნია და არასოდეს გამაჩნდა კერძო ბიზნესი და მით უმეტეს ბინძური წარსული.
ჩვენ არ გავჩერდებით, წინ ქვეყნის მომავალია, არ შევშინდით წინა ხელისუფლების დროს და არ გვეშინია ახლა”, - წერს შალამბერიძე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი