|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„თავისუფალი ზონის“ წევრები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

დეპუტატის შეურაცხყოფისათვის დაკავებული „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს გაათავისუფლეს. სასამართლომ ისინი სამი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.
 პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო მდივანმა კოტე რატიანმა აღნიშნა, სასამართლო პროცესები გაგრძელდება.
გათავისუფლებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ.
შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის" წევრები: ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია პარლამენტთან "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა