|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში გაზის ნამწვის შედეგად გარდაცვლილთა შორის თერჯოლის მკვიდრია

თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

1965 წელს დაბადებული ბ.ს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან არის. სავარაუდოდ, გარდაცვლილთა შორის არის მისი შვილიც. ღვანკითში მცოვრებთა ინფორმაციით, მათ რამდენიმე სათიის წინ შეიტყვეს მომხდარის შესახებ და ოჯახის წევრები ცხედრის ამოსაცნობად თბილისში არიან წასული.  სავარაუდოდ, გარდაცვლილთა შორის მისი შვილი და დისშვილიც არიან.

როგორც ცნობილია, ქეთევან წამებულის ქუჩის #67-ში 7 ადამიანი გაზის ნამწვის შედეგად გარდაიცვალნენ. ისინი მშენებლობაზე მუშაობდნენ და საცხოვრებელი ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.  გარდაცვლილი 7 ადამიანიდან ორი ძმა, ორი - მამა-შვილი, დანარჩენი სამი კი სხვადასხვა ოჯახის წევრია. 

ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც სამსახურში არ მივიდნენ, ბინაში უფროსი მივიდა და სავარაუდოდ, მან აღმოაჩინა გარდაცვლილებების ცხედრები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანიამ „ყაზტრანსგაზ თბილისი“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანიის ინფორმაციით,  ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგადაც ის თვითნებურად ჩართეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თერჯოლიდან, ჭიათურიდან და გორიდან არიან.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა