თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს 37 პირი დააკავეს
გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს 37 პირი დააკავეს. დაკავებულთა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.
დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.
დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს დილიდან საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















