|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონსტიტუცია ხალხს! - თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ჩაიშალა

თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა.

"კონსტიტუცია ხალხს!" - ამ შეძახილებითა და სტვენით დიდ საკონცერო დარბაზში შეკრებილმა ადამიანებმა  პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის საშუალება არ მისცეს.  დაპირისპირება, ძირითადად, ორმა საკითხმა გამოიწვია, ესაა ტყიბულში განვითარებული მოვლენები და სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება. გამომსვლელები შრომის ინსპექციის შექმნასა და მიწის გაყიდვის აკრძალვას ითხოვდნენ.

"დაამთავრეთ კომუნიზმის გზა და გააგრძელეთ სწავლა", -მიმართა  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმ ადამიანებს, რომლებიც სტვენითა და შეძახილებით სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მისი თქმით, "ახალგაზრდა კომუნისტების" ადგილი საქართველოში არ არის.

„ადგილი აქვს პროვოკაციებს და ვერ ვხედავ ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების აზრს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, დარბაზში კითხვები არ ისმება იმისათვის, რომ მიიღონ პასუხები, არამედ პროვოკაციის მოწყობისათვის.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა