თეიმურაზ ლანჩავას საიუბილეო საღამო გაიმართა
საზოგადოება "ქუთაისელი"–ს სააქტო დარბაზში მწერალ თეიმურაზ ლანჩავას 69 წლის აღსანიშნავად საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიება მწერალთა კავშირის იმერეთის რეგიონალური განყოფილებისა და მწერალთა ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას მხარდაჭერა ქუთაისის მერიამ და ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებამ გაუწია.
"ისევ მოსეირნობს აპრილი" - ამ სახელწოდების საღამოზე ახალგაზრდა შემოქმედებმა "მარჯანიშვილელები"–ს დასის წევრებმა და მწერლის მეგობრებმა თეიმურაზ ლანჩავს შემოქმედება წარმოადგინეს.
საიუბილეო ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ესწრებოდნენ. მათ თეიუმურაზ ლანჩავს დაბადების დღე მიულოცეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ლანჩავამ მკითხველს საკუთარი შემოქმედებით დიდი სითბო და სიყვარული გადასცა.
მწერალი თეიმურაზ ლანჩავა ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშავალას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძის, აბუსერიძე ტბელის, ოთარ მამფორიასა და მუხრან მაჭავარიანის პრემიების ლაურეატია. მას გასულ წელს კულტურის სამინისტრომ "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიანიჭა.
მწერლის განცხადებით, მართალია, თარიღი არ არის საიუბილეო, მაგრამ მისმა მეგობრებმა და შემოქმედების თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს მისთვის დაბადების დღე ამ ფორმით მიელოცათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















