|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტენდერის ვინმეზე მორგების ალბათობა არის ნული" - ქუთაისის მერია

"ლეიბორისტული პარტიის" ბრალდებას ქუთაისის მერიაში პასუხობენ. მერიის განცხადებით, სამსონ გუგავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.  მათივე თქმით, ორგანიზაციის წევრები პრეისკურანტს და სახელშეკრულებო თანხმებს ვერ არჩევენ. 

"სამწუხაროდ, "ლეიბორისტული პარტიის" წევრები პრეისკურანტსა და სახელშეკრულებო თანხებს ვერ არჩევენ ერთამენთისგან. რაც შეეხება გამოცხადებულ ტენდერებს და "თეგეტა მოტორსის" გამარჯვების საკითხს, ქუთაისის მერია ყველა ტენდერს დაფარული აუქციონის წესით აცხადებს ე. წ. NAT ტენდერით, სადაც ვინმეზე ტენდერის მორგებისა ალბათობა არის ნული.

ქუთაისის მერიის მიერ სულ გამოცხადებულია 3 ელექტრონული ტენდერი. აღნიშნული კლასიფიკატორის მქონე შესყიდვა კანონის თანახმად, სავალდებულოა გამოცხადდეს პრეისკურანტით, სამივე შესყიდვის ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულებაა 72 900 ლარი, ხარჯვა ხდება სახელშეკრულებო თანხიდან და არა პრეისკურანტის თანხიდან",-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მერიამ ტენდერების ამსახველი დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. 

შეგახენებთ, "ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა დღეს პრესკონფერენციაზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე და შესაძლო კორუფციაზე ისაუბრეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მერიამ ავტომობილების შეკეთებაზე დაახლოებით მილონიონი გამოყო. 

 

ქუთაისის მერს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა