|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტერიტორიას გადავცემთ "ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს" და არა ფონდ "ქართუს""

ჩვენ ტერიტორიას გადავცემთ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექს და არა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", ან "ატუს", რომელიც იქ აწარმოებს სამუშაოებს - განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა  გიორგი გიორგობიანმა "ნიუპრესზე" გასული ინფორმაციის საპასუხოდ. მისი თქმით, უნივერსიტეტი ტერიტორიას "არსებობის ფარგლებში" ითხოვს.

"ჩვენ ტერიტორიას გადავცემთ ააიპ "ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექს" და არა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს",  ან ატუს, რომელიც იქ აწარმოებს სამუშაოებს.  თვითონ უნივერსიტეტი მოგვმართავს, რომ ეს ტერიტორია გადავცეთ, საკითხი საკრებულომ უნდა განიხილოს, თუ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, მაშინ ვერ გადავცემთ...  რაც შეეხება ბეტონის ქარხანას, ეს ასაშენებელი ქარხანა არ არის, ეს არის გადასაადგილებელი ქარხანა, მოძრავი ბეტონის ქარხანა, რომლის გადაადგილება შესაძლებელია სამშენებლო მოედანზე მშენებლობის პროცესიდან გამომდინარე, მშენებლობის დასრულების შემდეგ იქ ქარხანა აღარ იასრებებს" - განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

 კითხვაზე, თუ ეს მოძრავი ქარხანაა, მაშინ რა საჭიროა საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის დამატებითი ტერიტორიის გადაცემა, გიორგობიანი პასუხობს: "ჩემი ნება რომ იყოს და კიდევ მომთხოვოს უნივერსიტეტმა, კიდევ გადავცემდი ტერიტორიას, თუ გაანაშენიანებს და კიდევ მოაწყობს რამეს, ჩემთვის პირადად, იმდენად დიდი მოტივაციაა, რომ ეს მშენებლობა მიმდინარეობს". 

 გიორგობიანი გამორიცხავს, რომ ქალაქი ამ გადაწყვეტილებას თავისი ნების საწინააღმდეგოდ იღებდეს.  რაც შეეხება ტერიტორიის გადაცემის ვადებს,  გიორგობიანი აცხადებს,: "თუ უნივერსიტეტი ჩათვლის საჭიროდ, როგორც მოთხოვნილი აქვს, რომ ტერიტორია მისი არსებობის ფარგლებში იყოს მის მფლობელობაში, მე პირადად, თანახმა ვარ, თუმცა ეს გუნდის გადასაწყვეტია. დანარჩენი ტერიტორიაც ჩვენ გადავეცით, მაშინ არც ის მიგვეცა და არც მშენებლობის უფლება".

შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის საკრებულო განიხილავს საკითხს ქუთაისის საკუთრებაში არსებული,  ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევის №7-ის დასავლეთით მდებარე ქონების გასხვისებისა და ააიპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ. საუნივერსიტეტო კომპლესს დამატებით 8 ათასი კვ.მ ფართი გადაეცემა. 

 შეგახსენებთ, ფონდმა "ქართუ" ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. უნივერსიტეტში პირველი სტუდენტების მიღების თარიღად თავდაპირველად 2019 წელი დასახელდა, თუმცა შემდეგ ამ ვადამ 2020 წლისათვის გადაიწია. 

 

ქუთაისის მერია "ქართუს" ბეტონის ქარხნისათვის მიწას უსასყიდლოდ გადასცემს

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა