თერჯოლაში პოლიციელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს ეძებენ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში პოლიციელებზე თავდასხმა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მაღაზიაში მყოფი პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ვარაუდით, უცნობი პირი მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ყაჩაღობის ფაქტს არ ადასტურებენ.
პოლიციას ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავს და დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
შემთხვევა 5 იანვარს ღამის საათებში მოხდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















