|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით ხანშიშესული ქალი გარდაიცვალა

კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა თერჯოლის კლინიკაში. კლინიკა "თერჯოლამედის" დორექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, 73 წლის ქალი დადასტურებული კორონავირუსით მათთან 7 ნოემბერს ხონში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გადაიყვანეს.

პაციენტი დაწესებულებიდან ჯერ ხონის კლინიკაში, შემდეგ კი თერჯოლაში გადაიყვანეს. დაწესებულების ბენეფიციარს ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

 ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსით  8 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა