თბილისი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე თერჯოლის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე აქცია გამართეს. ჭოგნარის და გოდგნის მოსახლეობა მათ მიმდებარედ იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივების განცხადებით, ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის მათ და არ დაუშვებენ მშენებლობას.
"მერამდენედ ვმართავთ აქციას და ვთხოვთ, მშენებლობა არ დაიწყონ. საფრთხეს შეგვექმნება არა მარტო ჩვენ, არამდე ქუთაისს. ხელისუფლებას არ აინტერესებს ჩვენი პრობლემები, ამიტომ, ვიდრე არ გადაიფიქრებენ მშენებლობას არ გავჩერდებით "-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციას სოლიდარობა გამოუცხადა პარტია "თავისუფალმა საქართველომ". პარტიის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თვამჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მას შემდეგ რაც აქცია დაიგეგმა, თერჯოლის მერი მივიდა ყველა ოჯახში და თხოვა მოსახლოებას არ გამოეხატათ პროტესტი. მისივე თქმით, მერი მათ პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეულ ვადას თხოვს და დახმარებას დაპირდათ. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















