თერჯოლის მონაკვეთზე მოძრაობა, შეასაძლოა, დღის ბოლოს აღდგეს
სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისი-სენაკი–ლესელიძის თერჯოლის მონაკვეთზე მოძრაობა, სავარაუდოდ, დღეს აღდგება. ადიდებულმა მდინარე ჩხარამ ასფალტის საფარი მთლიანად ჩამოშალა. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.
თერჯოლის გამგებლის თეიმურაზ ჯაფარიძის ცნობით, გზის აღდგენა დღის ბოლომდე დასრულდება. ქუთაისის საავტომობილო გზების სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის, ბეჟან მინდორაიას განცხადებით, ამ ეტაპზე მინდინარეობს წყალგამტარი მეტალის მილების შედუღება, რომელზეც საღამომდე ასფალტის დაგება მოხდება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება გზის გახსნა.
ამ დროისათვის ავტომანქანები ზესტაფონი- ბაღდათის - ქუთაისის ამქცევი გზით სარგებლობენ.
ძლიერმა წვიმებმა იმერეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















