თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი „თერჯოლა-2019“ გაიმართა
თერჯოლაში ღვინის ფესტივალი წელს მეშვიდედ გაიმართა. მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი.
დღესასწაული ტრადიციულად დაიწყო მინი ფეხბურთით დაიწყო, შეხვედრაში მონაწილე გუნდებს გადაეცათ ფულადი და სიმბოლური პრიზები.
სკვერში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მხატვრული კოლექტივები.
სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თერჯოლის სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრებისა და კერძო კოლექციონერთა გამოფენა.
ღვინის ფესტივალში გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა სომელიეთა ჟიურიმ 6 ნომინაციაში გამოავლინა: საუკეთესო ციცქა- სოფელი ეწერი, რამაზ წკეპლაძე; შერეული ღვინო - ქვ.სიმონეთი, ზაზა მესხი; საუკეთესო წითელი ღვინო- რუფოთი, დიმიტრი ზარნაძე; საუკეთესო ჭურის ღვინო- სოფელი ნახშირღელე, რამაზი ნიკოლაძე; საუკეთესო განსხვავებული ჯიშები- საზანო, შპს „საზანოს ღვინო“; საუკეთესო ცოლიკოური- სიქთარვა, აკაკი რობაქიძე.
გამარჯვებულებს სიგელები და სპეციალურად დაწესებული პრიზები გადაეცათ.
ავტორი:




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















