|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრ ხიდზე" ნახევარი მილიონი დახარჯეს და ქალაქში ორი შუქნიშანი ვერ დააყენეს"

ქუთაისში შუქნიშნების გაუმართაობას აპროტესტებენ. პარტია "თავისუფალმა საქართველომ" ჭავჭავაძის გამზირზე აქცია გამართა.

პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო საავარიო სიტუაციები იქმნება.

"ჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშნები მოიწესრიგებელია. ხშირად იქმნება საავარიო სიტუაცია. გზაჯვარედინზე შუქნიშნები ერთდროულად ირთვება და გაუვალი სიტუაცია ხდება. "თეთრ ხიდზე" ნახევარი მილიონი დახარჯეს და ქალაქში ორი შუქნიშანი ვერ დააყენეს. პრობლემას საპატრულო პოლიციაც აღიარებს, თუმცა შედეგი არაა. მილიონები დაიხარჯა შემოვლით გზაზე და დაკეტილია, მთავრობა არ რეაგირებს და ქალაქში პრობლემებია", -განაცხადა გოგი წულაიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა