"თეთრ ხიდზე" თეთრი ქვების განთავსება თვითნებურად ხდება?
ქუთაისში რეაბილიტირებულ "თეთრ ხიდზე" თეთრი ქვები განთავსდება.
ქვები უკვე მიიტანეს ხიდის მიმდებარედ. სავარაუდოდ, ქვები ხიდზე პროექტის ფარგლებში განთავსდება, თუმცა მერიაში განმარტავდნენ, რომ ხიდზე ქვები აღარ განთავსდებოდა.
როგორც "ნიუპრესს" მერიაში განუმარტეს, მათ არ იციან ვინ მიიტანა ქვები. მათი ინფორმაციით, კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყვეტიული აქვს.
"ქუთაისის მერიამ ,,თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ,,ალმა რუს საქართველო" ხელშეკრულება დღეს შეუწყვიტა. ამის მიზეზი გაჭიანურებული სამუშაოები და არაჯეროვნად შესრულებული დავალება გახდა. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლება თვითნებურად ხიდზე თეთრი ქვები შეეტანათ. ამის შესახებ არც ადგილობრივი თვითმმართველობა იყო ინფორმირებული. კომპანიის მხრიდან აღნიშნული ქმედება თვითნებურად განხორციელდა. ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს"-განაცხადეს მერიაში.
კომპანია "ალმა რუს საქართველოს" საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ამ დროისთვის დაკავშირება ვერ ხერხდება. "ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ფოტო: თორნიკე ბარათაშვილის
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















