|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრი ხიდი" მერიის და მრჩეველთა საბჭოს მუშაობის ხარისხის ინდიკატორადაც იქცა"

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გამოეხმაურა.  ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე გია გოქაძე მერიის მრჩეველთა საბჭოს ღია წერილით მიმართავს და შერჩევით სამართალში ადანაშაულებს.

გოქაძე აცხადებს, რომ ორგაზანიციები, რომლებიც გასულ წელს კაფე "არგოს" მშენებლობას აპროტესტებდნენ, წელს მერიის მიერ უხარისხოდ შესრულებული "თეთრი ხიდი" შესახებ  არ საუბრობენ.

"მას მერე, რაც ახალმა ადმინისტრაციამ ბატონი ჭიღვარიას ლიდერობით ქალაქი მურღულიას მიერ არჩეულ გზაზე უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანა, მერიის საქმიანობის სუსტი მხარეების შესანიღბად მოფიქრებული ფიქციის - "მრჩეველთა საბჭოს" "მუშაობაში" მონაწილეობა სამოქალაქო სექტორის როლის და ფუნქციის უარყოფაა და მხოლოდ პირადად მერის PR კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

სამოქალაქო საზოგადოების პროდუქტიულობა მერიის საქმიანობის მონიტორინგისა და კონტროლის ხარისხშიც ვლინდება და არა სახელისუფლებო უწყებებთან სიმბიოზმში. საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა საბჭოში არსებულმა სამოქალაქო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა კაფე-ბარ "არგოდან" "თეთრ ხიდამდე", შეუძლიათ განმარტონ ამ არასამთოვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - თუ რას და რატომ აპროტესტებდნენ ეს ადამიანები მაშინ და რა და რატომ მოსწონთ მათ დღეს? "თეთრი ხიდი" არა მხოლოდ მერიის, მისი მრჩეველთა საბჭოს მუშაობის ხარისხის ინდიკატორადაც იქცა.

ამ ადამიანებს მხოლოდ ხიდზე განთავსებული ციტატების შერჩევა-შესწორების ნაწილში ჰქონდათ რჩევები? ჰკითხეთ მერს, რა მოსწონდა "თეთრ ხიდში" გახსნის დღემდე და რა არ მოსწონს ახლა? რაში დახარჯა გადასახადის გადამხდელის ფული? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პროექტი ჩავარდა? ურჩიეთ რამე? თუ არა, რა არის მაშინ თქვენი ფუნქცია მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებო,  სად ჩაიკარგა თქვენი კრიტიკული პოზიციები?" - აცხადებს გია გოქაძე. 

ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში საზოგადოების წარმომადგენლები შედიან, მას "საიას" იურისტი ნოდარ ჯიქია ხელმძღვანელობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა