"თეთრი ხიდი" ქუთაისის ისტორია, ამიტომ განთავსდა მასზე ციტატები ქალაქის შესახებ"
ქუთაისში, "თეთრ ხიდზე" ავტორის შეცდომით მითითების ფაქტს მერიაში გამოეხმაურნენ. მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თამთა თურმანიძის განცხადებით, ტექნიკური შეცდომა მალე გამოსწორდება.
"თეთრ ხიდს" უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქუთაისელისთვის. ის არის ქუთაისის ისტორიის მატარებელი, ამიტომ განთავსდა მასზე ცნობილი ციტატები ჩვენი ქალაქის შესახებ. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ფილის დამზადების დროს გაიპარა ტექნიკური შეცდომა, რომელიც ძალიან მალე, შესაძლოა, ხვალვე აღმოიფხვრას"-განაცხადა თამთა თურმანიძემ.
მისი თქმით, ციტატები შერჩეული იყო მრჩეველთა საბჭოს და აკადემიური წრეების მიერ. მან ასევე განმარტა, რატომ არ განთავსდა ხიდზე მხოლოდ "ცისფერყანწელთა" ციტატები.
"თავდაპირველად განსაზღვრული იყო მხოლოდ "ცისფერყანწელთა" ციტატების განთავსება, მაგრამ მათ შემოქმედებაში არც ისე ბევრი ციტატა აღმოჩნდა ქუთაისზე, ამასთან მთავარი კონცეფცია იყო ჩაფიქრებული, რომ ხიდს აესახა ქალაქის ისტორია, ამიტომ შეირჩა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ცხადყოფს ქალაქის სიძველეს"-განაცხადა თამთა თურმანიძემ.
შეგახსენებთ, "თეთრ ხიდზე" ლექსის ავტორები აერიათ. რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოყვა. მოგვიანებით მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ტექნიკური შეცდომა გამოსწორდება.
"თეთრ ხიდზე" ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე მიუთითეს
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















